განახლების რეჟიმი
სამტრედიის მუნიციპალიტეტი Municipality of Samtredia
,ლოგო,
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
საკრებულოს სამართლებრივი აქტები
ბრძანება / განკარგულება

booked.net
განცხადება


გაიმართება სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა

HOT LINE / ცხელი ხაზი
22-18-72

» ავტო მრავალჭიდი
RDRC.GE
ავტო მრავალჭიდი

■ ვაჟა ნიკურაძე

ვაჟა ნიკურაძე
ტელ:

ვაჟა ნიკურაძე დაიბადა 1946 წლის 23 იანვარს ქალაქ სამტრედიაში. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. პირველი წარმატება მოიპოვა 1978 წელს ავტო მრავალჭიდში, რომელშიც შედიოდა ავტომობილის ფიგურული ტარება, საწვავის ეკონომია, სპრინტი, სლალომი ჩქაროსნული ტარებით, 100 მ. ცურვა, მცირეკალიბრიანი შაშხანის სროლა დას 3 კმ-იანი რბენა მთაგორის ადგილებში

1979 წელს გახდა საქართველოს მეშვიდე ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი.

1979-1989 წწ. საქართველოს ნაკრების უცვლელეი წევრი.

1980-1981 წლებში იგი კვლავ საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მფლობელია. ამავე წელს მან მონაწილეობა მიიღო საბჭოთა კავშირის პირველობაზე ქ. რიგაში, სადაც საკავშირო პირველობაზე მეხუთე ადგილის მფლობელი გახდა.

1982 წელს საუკეთესოთა შორის ვაჟა ნიკურაძე მიწვეული იქნა ლატვიის რესპუბლიკაში, სადაც მეორე ადგილის მფლობელი გახდა.

1982 წლის 17 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებაზეც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც გახდა.

1983 წელს ხალხთა მერვე სპარტაკიადაზე ზონალური შეჯიბრების გამარჯვებულად გამოავლინეს.

1986 წელს იგი ისევ საქართველოს ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობს.

1988 წელს საქართველოს ჩემპიონი.

1989 წელი საქართველოს ჩემპიონი. რამდენჯერმე დაჯილდოებილია ფულადი საჩუქრითა და ვაზ. 2106 მარკის ავტომობილით.

ვაჟა ნიკურაძე 12 თასის მფლობელია.

  • ნახვა: 1376