სამტრედიის მუნიციპალიტეტი

Samtredia Municipality

აუქციონი
ტენდერი
ფოტოგალერეა
00.00.00
გაიმართება
სამტრედიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს სხდომა
» საინფორმაციო ცენტრი
საინფორმაციო ცენტრი

 ■ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სოფიო კირთაძე   skirtadze@mail.ru
 ■ პროგრამისტი ზაზა დოლიძე   zaza963@mail.ru
 ■ ჟურნალისტი ნათია იობაძე   natiko_78@mail.ru
 ■ ჟურნალისტი სალომე მიქელთაძე   miqeltadze.salome@rambler.ru
 ■ ბუღალტერი ნათია ლომინეიშვილი    
 ■ მთარგმნელ-რეფერატი, ინგლისურის სპეციალისტი თეონა მელქაძე   teoshkebi85@mail.ru
მისამართი : სამტრედია რესპუბლიკის ქუჩა N6, მეორე სართული, ოთახი 219. ტელ: 22 18 72
2008 წელი
შეიქმნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს საინფორმაციო ცენტრი. ჩვენი მიზანი იმთავითვე იყო მჭიდრო ურთიერთობა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. შეიქმნა ცხელი ხაზი და საინფორმაციო ყუთი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა ჩვენამდე მოეტანა მათთვის საჭირო და მტკივნეული საკითხები. ჩვენ შეძლებისდაგვარად ვცდილობდით დავხმარებოდით თითოულ მათგანს. დაარსდა საინფორმაციო ბიულეტენი, სადაც პერიოდულად იბეჭდებოდა საკრებულოს მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
2008 წელს შეიქმნა სამტრედიის ოფიციალური საიტი, სადაც თავმოყრილია ყველა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ქალაქის შესახებ. ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ურბანულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის დროს საინფორმაციო ცენტრმა, სამტრედის მასშტაბით ჩაატარა მონიტორინგი დასუფთავების თემაზე. შედეგები თავად ურბანულმა ინსტიტუტმა დაამუშავა.
საინფორმაციო ცენტრს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ამერიკულ ორგანიზაცია ,,მშვიდობის კორპუსთან”. 2008 წელს ცენტრში ჩამოვიდა ამერიკელი მოხალისე ტერეზა უილსონი, რომელიც ძალიან მალე, აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ამერიკაში გაიწვიეს.
2009 წელი
2009 წლის თებერვალში საინფორმაციო ცენტრმა დაიწყო მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი. კომპიუტერული პროგრამებისა და ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო კურსები სამტრედიის სინამდვილეში საკმაოდ მასშტაბური აღმოჩნდა. ადგილობრივი ტელეკომპანიის ეთერში და პერიოდული გამოცემის საშუალებით გაკეთებულ განცხადებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველი 6 თვის განმავლობაში 120 კომპიუტერის და 45 ინგლისური ენის შესწავლის მსურველი გადავამზადეთ უფასოდ. ბენეფიციარებზე გაიცა შესაბამისი სერთიფიკატები. აღსანიშნავია, რომ პროექტში ძირითადად საინფორმაციო ცენტრის თანამშრომელთა რესურსები იქნა გამოყენებული.
2009 წლის მაისში პირველად სამტრედიის ისტორიაში, შეიქმნა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი ,,ჩვენებური ამბები”. ყოველთვიური პერიოდული გამოცემის სტუმრები საქართველოში ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჟურნალზე საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტები მუშაობდნენ. პარალელურად დავიწყეთ სიუჟეტების მომზადება, რომელსაც www.samtredia.com.ge-ზე ვათავსებდით.
2010 წელი
საინფორმაციო ცენტრის პარტნიორ ორგანიზაციებს შორის არის ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული ორგანიზაცია ,,pin”- ,,ადამიანი გაჭირვებაში”. საინფორმაციო ცენტრისა და პინის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა სამტრედიის ახალგაზრდული საკრებულო, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და პერიოდულად ივსება ახალი ნაკადით. ორგანიზაციამ ახალგაზრდული საკრებულოს არაერთი საინტერესო პროექტი დააფინანსა, მათ შორის დებატ კლუბი, თამბაქოსა და ნარკოტიკის საწინააღმდეგო აქციები, რომელზეც დამზადდა სპეციალური ვიდეო რგოლი. აღნიშნული კლიპი წამყვანი ტელევიზიების არაერთი გადაცემის ანონსში იქნა გამოყენებული. საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებული საქმიანობის საფუძველზე პინმა გადაწყვიტა, რომ ცენტრის ხელმაძღვანელი სოფიო კირთაძე პინის მრჩეველთა საბჭოს წევრი გამხდარიყო.
საინფორმაციო ცენტრი ახალგაზრდულ საკრებულოს პერიოდულად უტარებს ტრენინგებს - ,,როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება”, ,,ახალგაზრდა ლიდერები”, ,,ბავშთა უფლებები”, ,,პროექტების წერა და მართვა”. ახალგაზრდა პოლიტოლოგმა თემურ ჯვარშეიშვილმა კი სამტრედიელ მოსწავლეებს ჩაუტარა ორი სემინარი ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ახალგაზრდული საკრებულო აქტიურად თანამშრომლობს დღის ცენტრის აღსაზრდელებთან. დღის ცენტრი ინკლუზიური განათლების საჭიროების მქონე ბავშვებითაა დაკომპლექტებული, რომელიც ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით ჩამოყალიბდა. ჩვენ აღნიშნულ ორგანიზაციასთანაც მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ახალგაზრდულმა საკრებულომ დღის ცენტრის ბავშვებთან რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის მნიშვნელოვანია ინტეგრირებული საახალწლო კონცერტი.
ახალგაზრდული საკრებულოსთან ფუნქციონირებს ნორჩ ჟურნალისტთა სექცია. ბავშვებს კონსულტაციას უწევენ გამოცდილი ჟურნალისტები. პროექტის ფრგლებში დაიბეჭდა ახალგაზრდული გაზეთი ,, NEW სამყარო”.
2011 წელი
კვლავ აქტუალურია სოციალური პროექტი კომპიუტერისა და ინგლისური ენის შესწავლა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მარკეტინგის კუთხით, რათა მოიზიდოს ახალი ნაკადი და გაზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა.
,,მშვიდობის კორპუსთან” ურთიერთობის შედეგად, მიმდინარე წლის აპრილში გადაწყდა, რომ ორგანიზაციაში 2 წლიანი მოხალისეობრივი სამუშაო ვადით ჩამოსულიყო ამერიკელი ქანი როსი, რომელიც თემში აქტიურად მუშაობს ბიზნესის განვითარებისთვის.
2011 წელს დაიწყო საინფორმაციო ცენტრის ურთიერთობა ფონდთან ,,ტასო”, რომელიც სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან ახორციელეს პროექტს. პროექტში აქტიურადაა ჩართული ჩვენი მოალისე, რომელიც კვირაში 4 საათი დევნილებს ინგლისური ენის გაკვეთილებს უფასოდ უტარებს. ქანი როსიმ სამტრედიაში ჩამოაყალიბა ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი, სადაც სამტრედიელი ახალგაზრდები იკრიბებიან და სხვადასხვა თემებზე საუბრობენ.
დაარსების დღიდან წელს მეოთხედ შეიცვალა და განახლდა სამტრედიის ოფიციალური საიტის დიზაინი. მიმდინარეობს საიტის ახალი ინფორმაციით შევსება.
ახალგაზრდულ საკრებულოსთან ამჟამადაც მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა პროექტებზე. საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები ახალგაზრდებთან ერთად გეგმავენ სხვადასხვა აქტივობებს და შემდგომში მათი განხორციელების გზებს გეგმავენ.
2012 წელი
წლის დასაწყისში საინფორმაციო ცენტრმა, ამერიკელი ქანი როსის დახმარებით, მონაწილეობა მიიღო მცირე გრანტების კონკურსში, რომელიც ,,მშვიდობის კორპუსმა” გამოაცხადა. ,,ინგლისური ენა და კომპიუტერი თემის განვითარებისთვის”- პროექტმა ამ სახელწოდებით დაფინანსება მოიპოვა და 5000 ლარის ფარგლებში 5 კომპიუტერის, კომბაინისა (ქსეროქსი, პრინტერი, სკანერი) და საოფისე ავეჯის შეძენა მოხდა. აღნიშნული ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტ ბენეფიციარს მოვემსახუროთ.
სტრატეგიული დაგეგმარების ტრენინგი – 1. რუთა კასაბიანკა@საინფორმაციო ცენტრი.
საინფორმაციო ცენტრთან აქტიურად თანამშრომლობს პოლიტოლოგი თემურ ჯვარშეიშვილი. მან არაერთი სემინარი ჩაატარა ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.
ქანი როსის კიდევ ერთ წარმატებულ პროექტად ითვლება ,,GLOW” ბანაკი გოგონებისთვის. რ ივლისსა და სექტემბერში 13-დან 16 წლამდე 40 გოგონამ ბაკურიანში ერთკვირიან ბანაკში მეტად საინტერესო უნარ-ჩვევები შეიძინა. მათ შორის 4 სამტრედიელი მოსწავლე იყო. ისინი კონკურსის წესით აირჩნენ. ,,GLOW” ბანაკის პროექტი კვლავ გრძელდება, რომლის პარტნიორ ორგანიზაციად სწორედ რეგიონული განვითარების რესურსცენტრი მოიაზრება.რეგიონული განვითარების რესურსცენტრისთვის წლის მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პინის” მიერ დაფინანსებული პროექტი ,,დოკუმენტური ფილმების ფესტივალი”, რომელიც სამტრედიის სინამდვილეში პირველად ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა 6 დოკუმენტური ფილმი იხილეს, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია და მსჯელობა.
  • ნახვა: 362
Уважаемый пользователь! Вы используете устаревший браузер Internet Explorer 6.
Дальнейшее использование этого браузера влечет за собой высокий риск заражения Вашего компьютера вирусами.
Чтобы сделать пребывание в Интернете более удобным и безопасным, рекомендуем установить себе    Internet Explorer 9