დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა. სხდომაზე მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს და ცვლილებები დაამტკიცეს.

გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ რა საკითხებზე გააკეთა აქცენტი:

 განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯონი  თევზაძემ წარადგინა საკითხები, რომლებიც ეხება სამტრედიის ბაღებსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას: საუბარი იყო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, „საფრენბურთო კლუბ ჯიკოსა“ და „სპორტული კომპლექსი-სამტრედიას“ 2026 წლის ხარჯების კორექტირებაზე, ტარიფებსა და სამუშაო რეჟიმის განსაზღვრაზე.

 შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ  ნუცუბიძემ ყურადღება გაამახვილა სოციალურ მხარდაჭერაზე – მან წარადგინა ცვლილებები 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესისა და ღონისძიებათა ხარჯების შესახებ.

 საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა არველაძემ წარმოადგინა ფინანსური ცვლილებები, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამწვანებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების ხარჯებს, ასევე, 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ არსებულ დადგენილებას.

ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ერაბ უღრელიძემ   კი სამტრედიის ქალაქისა და სოფლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტები წარადგინა – საუბარია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 7 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებასა და მოწონებაზე.

საკრებულო განაგრძობს აქტიურ მუშაობას.  

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი