სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2023 იწყება!
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში საპროექტო წინადადებების მიღება დაწყებულია
(იხ. საპროექტო წინადადების ფორმა)
და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესების მიხედვით წინადადებების მიღებახდება, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან 2023 წლის 24 იანვრის ჩათვლით. სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 31 იანვარი - 16 თებერვლის პერიოდში ჩატარდება (იხ. მერის ბრძანება - დასახლებების საერთო კრებების გრაფიკი) წელსაც, ისევე, როგორც გასულ წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტი სოფლების მცირე პროექტების დასაფინანსებლად 660 000 ლარსმიიღებს. დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:
ა) სასმელი წყლის სისტემები (მათშორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
ბ) სარწყავი სისტემები;
გ) სანიაღვრე არხები;
დ) ნაპირსამაგრი სამუშაოები;
ე) გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ვ) ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
ზ) გარე განათება;
თ) სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
ი) სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
კ) ამბულატორიის შენობები;
ლ) სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
მ) სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
ნ) სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
ო) წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
პ) მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
ჟ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.