■ ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენთა შედეგები 2009 წელს
2009 სასწავლო წლის მანძილზე სკოლის წარგზავნილებმა ადგილობრივ, სამხარეო, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მიიღეს 40-ჯერ და მიაღწიეს საკმაოდ მაღალ შედეგებს სპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა ჭადრაკი, თავისუფალი, ბერძნული, რომაული და ქართული ჭიდაობები, ძიუდო, კარატე, კალათბურთი, ფრენბურთი და სხვა. ჭადრაკში სკოლას ჰყავს საქართველოს ჩემპიონები მარიამ ცაგურია და ჯონი გოგოხია. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გიორგი მელია, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გიორგი ხუჭუა, ძიუდოში საქართველოს ჩემპიონები გიორგი ზაქარიაძე და ოთარ გოგისვანიძე, კარატეში საქართველოს და ევროპის ტურნირებში მონაწილე თამარ ბიბილეიშვილი და სხვები. რაც შეეხება საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებს, მათი რაოდენობა წლის განმავლობაში 20-ზე მეტია, რაც სპორტულ სკოლაში მოქმედ სახეობებში დასაქმებულ მწვრთნელ-მასწავლებელთა მიერ გაწეულ შრომაზე მიუთითებს. სკოლაში ფუნქციონირებს სპორტის 12 სახეობა, 39 სპორტული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია 720 მოსწავლე, მწვრთნელ-მასწავლებელთა რაოდენობა შეადგენს 39-ს, რომელთაგან მთავარი მწვრთნელ-მასწავლებელი არის 12.
■ ააიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სპორტული სკოლის, სპორტის სახეობების, სპორტული ჯგუფების, მწვრთნელ-მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაოდენობის მონაცემები
■ ფუნქციონირებს 10 წრე: