■ დირექტორი: ლამარა დუნდუა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა წარმოადგენს საჯარო საინფორმაციო ცენტრს, სადაც ხდება მოსახლეობის ყოველგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფა. აქ ტარდება ახალი წიგნების, ჟურნალ-გაზეთების მიწოდება, ლიტერატურული პრეზენტაციები, განხილვა-გარჩევები, საზეიმო-საიუბილეო საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან. ბიბლიოთეკის მკითხველები საზოგადოების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები არიან, უფრო მეტად პედაგოგები, სტუდენტები, მოსწავლეები და პენსიონერები.
ბიბლიოთეკის სტატუსი ააიპ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა არის სამტრედიის მუნიციპალიტეტთან არსებული სახელმწიფო სტრუქტურა, როგორც რაიონის მთავარი ბიბლიოთეკა და წარმოადგენს სამტრედიის მთავარ სახელმწიფო წიგნთსაცავს, კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო ცენტრს.
ბიბლიოთეკა დაარსდა 1892 წელს.
მკითხველთა კატეგორია: ყველა კატეგორიის მკითხველი 15 წლის ასაკიდან.
სამკითხველო ადგილების რაოდენობა: 30 ადგილი.
მკითხველთა რაოდენობა: 1995
■ ფონდებია:
წიგნები - 42813 ერთეული ჟურნალების წლიური კომპლექტები - 32
გაზეთები - 60
გაცემა - 48168
ბიბლიოთეკის ფართი 300 კვ.მ
ბიბლიოთეკის თანამშრომელთა საშტატო ერთეული: 11 თანამშრომელი
■ განყოფილებები:
მომსახურების განყოფილება
ანალიტიკური-საინფორმაციო განყოფილება
დაკომპლექტების განყოფილება რესპუბლიკის ქ. N3