■ სამტრედიის კარატე კიოკუშინკაის კლუბი
დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი აღმოსავლეთი, ისინი ვერასოდეს შეერთდებიან... ეს სიტყვები, ასე უბრალოდ რომ გამოხატავენ ერთი შეხედვით პრიმიტიულ ჭეშმარიტებას, რადიარდ კიპლინგს ეკუთვნის. აღმოსავლეთის კულტურა, ფილოსოფია და მედიცინა ოდითგანვე იპყრობდა მსოფლიო ხალხთა ყურადღებას. აღმოსავლეთი საოცრებათა მხარეა და ამ საოცრებათა ერთ–ერთი საბრძოლო ხელოვნებაა კარატე , რომლის სამშობლო არქიპელაგი რიუკიუ, კერძოდ კუნძული ოკინავაა, მის გვირგვინს წარმოადგენს. რა კავშირი აქვს სამტრედიას ოკინავასთან? – არავითარი, მხოლოდ ის, რომ სამტრედიაში აღმოსავლური ორთაბრძოლებით დაინტერესებული ენთუზიასტები გამოჩნდნენ, კერძოდ კი, 1980 წლის მაისში, კომკავშირის სამტრედიის რაიკომის პირველმა მდივანმა აკაკი კოპალეიშვილმა მიხეილ ქანთარიას (რომლებიც სკოლის ასაკში თავისუფალ ჭიდაობაში ერთად ვარჯიშობდნენ) თავისი იდეა გაანდო, სამტრედიაში კარატეს კლუბის შექმნის შესახებ. ეს ჩანაფიქრი მალე განახორციელეს.
თბილისიდან კიოკუშინკაი კარატეს ორგანიზაციის დამაარსებელი საქართველოში გურამ ბარაბაძე ჩამოიყვანეს და მიხეილ ქანთარიას ხელმძღვანელობით კარატეს შესწავლის მსურველები შეკრიბეს. ესენი იყვნენ: ზაალ ხაჟალია, გიორგი ლეჟავა, რეზო რუხაძე, ვიტალი ჟორჟოლიანი, ნუგზარ კაპანაძე, ბადრი ვაშაკიძე, მამული ზამთარაძე, მამული ბაღდავაძე, აქვსენტი თვალაბეიშვილი, ალექსანდრე ჯანელიძე და სხვა.
იმავე წელს თბილისიდან სამტრედიას ესტუმრნენ კიოკუშინკაი კარატეს წარმომადგენლები: გურამ ბარაბაძე, ავთანდილ შენგელია, დიმა მოდებაძე, დათო მოდებაძე, ნუგზარ მიქაძე, ნუგზარ კობაიძე და ოთარ მგელაძე. ჩატარდა ერთობლივი ვარჯიშები.
1983 წლიდან 1989 წლამდე ყოფილ საბჭოთა კავშირში კარატე აიკრძალა. ამ ხნის განმავლობაში მიხეილ ქანთარია ქ. მოსკოვში არალეგალურად ალექსანდრე ტანიუშკინის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა.
1991 წელს საქართველოში კიოკუშინკაი კარატეს ფედერაცია ჩამოყალიბდა, რომლის პრეზიდენტად გურამ ბარაბაძე აირჩიეს, ხოლო ვიცეპრეზიდენტად და დასავლეთ საქართველოს რეგიონის ხელმძღვანელად მიხეილ ქანთარია. მიხილ ქანთარიას თაოსნობით კიოკუშინკაი კარატეს კლუბები ჩამოყალიბდა აბაშაში, ჩოხატაურში, ვანში, ნოსირსა და ქუთაისში.
მიხეილ დავითის–ძე ქანთარია 1951 წლის 26 თებერვალს ქ, სამტრედიაში დაიბადა, განათლებით ინჟინერ–მშენებელ ტექნოლოგი, არის სპორტის ოსტატობის კანდიტატი თავისუფალ ჭიდაობაში. ფლობს შავი ქამრის მე–3 დანს და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდებას კიოკუშინკაი კარატეში. ,,საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების კავშირის ეროვნული ფედერაციის” პრეზიდენტი.
რკ/გზის სამტრედიის პროფკავშირული აღმოსავლური ორთაბრძოლების კლუბის დირექტორი. 1988 წელს იგი გახდა საბჭოთა კავშირის ,,ტრადციული უ–შუ”–ს ფედერაციის წევრი.
1990 და 1991 წელს თავის მოსწავლებთან, ზვიად სტურუასთან და დავით ჩიქოვანთან ერთად ეშერასა და ალუშტის ოლიმპიურ ბაზებზე გაიარა საერთაშორისო სემინარები ,,უ–შუ ”–ში ჩინელი ოსტატების ხელმძღვანელობით.
■ ზოგადი აღსანიშნავი ფაქტები კლუბის ცხოვრებიდან
1982 წელს სამტრედიაში ჩატარდა საკავშირო სემინარი და გამოცდა. ქართველი სპორტსმენების გარდა მასში მონაწილეობდნენ სპორტსმენები : მოსკოვიდან, კიევიდან, ტიუმენიდან, კაზანიდან, უფიდან, პერმიდან, ტომსკიდან, ხაბაროვსკიდან.
1989 წელს ქ. კიევში გახდა"უ–შუ"–ს საკავშირო ფესტივლის ლაურეატი.
1990 წელს ქ. სამტრედიაში გაიმართა აღმოსავლური ორთაბრძოლების ფესტივალი, მონაწილეობდნენ ანაპის, კიევის, გორკის, პოლონეთის ჯიუ–ჯიცუსა და საქართველოს ქალაქების კარატესა და უ–შუ–ს ქალთა და ვაჟთა ჯგუფები. 1991 წლის ნოემბერში მოწვეული იყო მაროკოელი ოსტატი ბენ რენდად შაკერი.
1994 წლის ნოემბერში მოწვეული იყო აიკიდოს ამერიკელი ოსტატი ქრისტეფორე ლი.
1995 წლის მაისი – ევროპის ჩემპიონატი . რუმინეთი.
1996 წლის მარტი– თურქეთის რესპუბლიკური ჩემპიტნატი.
2001 წლის ოქტომბერი – თბილისში მოწვეული იქნა ირანიდან მე–5–თე დანის მფლობელი შიხანი მორტეზა ხოში. ბატონი მიხეილი აბარებს გამოცდას პირველ დანზე.
2002 წლის 11– აპრილს კლუბი საქართველო სხვა კლუბებთან ერთად ხდება /I.K.O-3/ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.
2003 წლის მაისი– სამტრედია– საერთაშორისო ტურნირი. მონაწილეობდნე: ირანის ,სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს კარატე" კიოკუშინკაი"–ს კლუბები.
2002–2004–2005–2006 წლეები–საერთაშორისო ტურნირი ირანში. მონაწილეობდნენ: ბ–ნი მიხეილი როგორც მსაჯი, ოთარ შანიძე, ლევან არველაძე, მალხაზ გაფრინაშვილმა და ჯიმშერ სიხარუძემ მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
2004–წლის ნოემბერი– იაპონია ქ.ისისაკი .მსოფლიო ჩემიონატი .I.K.O-3.ბ –ნი მიხეილი მონაწილეობს მსაჯთა საერთაშორისო სემინარებში და ენიჭება საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება კიოკუშინკაი კარატეში.
2005–წელის 21–მაისი.თბილისი. ეროვნული ჩემიონატი კიოკუშინკაი კარატეში. კლუბის წევრებმა ჯიმშერ სიხარულიძემ და ოთარ შანიძემ დაიკავეს მესამე საპრიზო ადგილები.
2007 წლის 10–ივლისი. რეგისტრაციაში გატარდა " საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კლუბების კავშირის ეროვნული ფედერაცია ". პრეზიდენტად აირჩიეს ბ–ნი მიხეილ ქანთარია. ვიცე პრეზიდენტად ჯიმშერ სიხარულიძე.
2007–წლის 30 აგვისტო– იაპონია, კუნძული ოკინავა ქ.ნაჰა. " კარატეს საერთაშორისო ორგანიზაცია მთელი იაპონიის კიოკუშინის კავშირი"–მა ფორუმზე განიხილა ბ–ნი მიხეილის წერილი და ორგანიზაციის წევრად მიღო "რკ/გზის სამტრედიის პროფკავშირული აღმოსავლური ორთაბრძოლების კლუბი.
2008 წლის17–22 იანვარი. იაპონია, კუნძული ოკინავა. ქ. ნაჰა. მსოფლიო ჩემპიონატი. ბ–ნ მიხეილს კონფერეციაზე გადაეცა საერთაშორისო სელთიფიკატი და გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში,ასევე გაიარა ატესტაცია –გამოცდები და მიენიჭა შავი ქამრის მესამე დანი და სენსეის წოდება.
2008 წლის 29–30 მარტი. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კიოკუშინკაი კარატეში. ორთაბრძოლებში ქალთა შორის წონების მიხედვით ჩემპიონები გახდნენ თამარ ბიბილეიშვილი და თეა ტკვაცირია,ხოლო კატაში პირველი ადგილი თამარ ბიბილეიშვილმა დაიკავა და მეორეადგილი თეა ტკვაცირიამ. 2008 წლის 12–13 აპრილი. თბილისი. გურამ ბარაბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კიოკუშინკაი კარატეში. წონების მიხედვით ქალთა შორის პირველი ადგილები დაიკავეს თამარ ბიბილეიშვილმა და თეა ტკვაცირიამ,ხოლო ვაჟთა შორის მეორე ადგილი დაიკავა ავთანდილ არველაძემ.
სამომავლოდ კლუბი ემზადება ევროპისა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატისათვის, რომელიც ამა წლის 5–6 სექტემბერს რუმინეთსა და 8–9 ნოემბერს იაპონიაში გაიმართება. საამისოდ კლუბს ესაჭიროება მყარი მატერიალური ბაზა.