სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული საკრებულო მუშაობას შეუდგა. დღეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სხდომა გამართეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.

   დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ დებულებებით განსაზღვრულ საპროცედურო საკითხებზე გააკეთა მოხსენება. საკრებულოს წევრებმა სხვადასხვა კომისიის დებულებათა დამტკიცებებს მხარი დაუჭირეს.

   საკითხთა ვრცელი ნუსხა წარმოადგინა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თამჯდომარემ გოჩა არველაძემ. მან ა(ა)იპ ორგანიზაციების და შპს-ების განკარგულებებში წლის ბოლოსთვის შესატანი ძირითადი ცვლილებები განიხილა. საკრებულოს წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

   სხდომის ბოლოს გოჩა არველაძემ მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულებაც მიმოიხილა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი