სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი საგაზაფხულო სხდომა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი საგაზაფხულო სხდომა

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი საგაზაფხულო სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა. მან ყველა ქალბატონს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა და სიმბოლურად საკრებულოს დარბაზში მსხდომ ქალბატონებს ყვავილები გადასცა.

   საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძემ საკრებულოს წევრებს წარუდგინა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში.

   წარმოდგენილ საკითხთა შორის ძირითადი შიდა მუხლობრივი ცვლილებები შეეხო არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირ ორგანიზაციებს.

   აღსანიშნავია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა სსიპ ქალაქ სამტრედიის #1 საჯარო სკოლისთვის ირაკლი ქუთათელაძის სახელის მინიჭების საკითხი, რომელსაც საბოლოოდ საკრებულოს წევრებმა ერთხმად მხარი დაუჭირეს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი