■ დირექტორი - ნინო ნინუა
სამხატვრო გალერეა დაფუძნდა 1987 წელს.
გალერეაში თავმოყრილია საქართველოში მოღვაწე მე-20 საუკუნის მხატვართა ფერწერული ტილოები. გალერეას ფონდში დაცულია 40-მდე ექსპონატი. სახელოვნებო სტრუქტურებში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად 2008 წლის მარტში სამხატვრო სკოლა შეუერთდა სამხატვრო გალერეას და ჩამოყალიბდა სკოლა-გალერეა, რომელსაც ხელოვნებათმცოდნე ნინო ნინუა ხელმძღვანელობს.
სამხატვრო გალერეაში მოღვაწეობენ : თვითნასწავლი მხატვარი, პრეზიდენტის პრემიის ლაურეატი გივი ფრანგიშვილი; ფესტივალ ,,არტგენის” სამგზის და სხვადასხვა კონკურსების ლაურეატი, მხატვარ-დიზაინერი ჯემალ ტაბიძე, ფერმწერები გიორგი შუბლაძე, ზაზა ღურბელეიშვილი, გივი წვერავა, ბადრი კვანტალიანი. ხეზე კვეთის ოსტატები: შახი-ბიჭიკო კახიანი, ვალერი ხარაბაძე. გალერეა მუშაობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10 საათიდან 17 საათამდე.