■ დირექტორი - ტატიანა გოგუაძე

   პიონერთა სახლის პირველი დირექტორი გახლდათ ლოლა კაჭარავა. 1942 წლიდან დირექტორად ინიშნება მარო ბახტაძე იგი 8 წელი ხელმძღვანელობდა ამ სახლს ჩამორთმეულ ბინაში და ფუნქციონირებდა მხოლოდ 6 წრე. 1950 წლიდან დირექტორად ინიშნება ქეთევან ციცხვაია, რომელიც მხოლოდ 2 წელი მუშაობს. მას ცვლის ვენერა კიღურაძე და 1954 წლიდან პიონერთა სახლის დირექტორად ინიშნება ეთერ ფაღავა. 1954 წელს პიონერთა სახლს შეუცვალეს ბინა, გადაიყვანეს ცალკე შენობაში, რითაც შედარებით გაუმჯობესდა წრეების მუშაობის მდგომარეობა. ამ დროისთვის პიონერთა სახლში უკვე 10 სხვადასხვა დასახელების წრე და 17 ჯგუფი მუშაობდა. 1963 წელს პიონერთა სახლის დირექტორად დაინიშნა დარეჯან თევზაძე, რომელსაც სულ მალე ცვლის ა/კ რკინიგზის N13 საშუალო სკოლის უფროსი პიონერთ ხელმძღვანელი მაყვალა ჩაჩუა. 1969 წლიდან დირექტორად ინიშნება მაყვალა აკაკის ასული ჩაჩუა, რომელიც 2005 წლამდე ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

   ■ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუშაობს 20 დასახელების წრე:

   ისტორია-მხარეთმცოდნეობის;

   ინგლისური ენა;

   გერმანული ენა;

   ფრანგული ენა;

   რუსული ენა;

   ქიმია;

   უნარ-ჩვევები;

   ქართული ხალხური სიმღერების წრე;

   ქართული ხალხური ცეკვა;

   ქართული ხალხური საკრავები;

   თანამედროვე რითმული ცეკვები;

   ბავშვთა შემოქმედებითი ჯგუფი ,,ორუდილა”;

   ვოკალური ანსამბლი ,,იმედი”;

   ფორტეპიანო ზეპირი;

   ნორჩ დიზაინერთა წრე ;

   ქსოვა;

   მაკრამე;

   ხეზე კვეთა;

   ნორჩ ჟურნალისტთა წრეები.

   მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მოქმედებს მოსწავლეთა თვითმმართველობა და მოსწავლეთა პარლამენტი.

   ■ შემოქმედებითი ჯგუფი ,,ორუდილა”

   ხელმძღვანელი ნონა ჭახნაკია.

   ,,ორუდილა“ შეიქმნა 1993 წელს.

   1997 წელს მიენიჭა ლაურეატის წოდება.

   1998 წელს ქ. ქუთაისში ჩატარებულ ფესტივალზე ლაურეატის წოდება და დიპლომი.

   1999 წელს ქ. ბათუმში ქართული საესტრადო სიმღერის საუკეთესო შემსრულებელთა ფესტივალზე დაჯილდოვდნენ დიპლომებითა და სიგელებით. ანსამბლი ,,ორუდილა” ამ წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ქ. სამტრედიის კულტურულ ცხოვრებაში. არის რაიონული, რეგიონალური და რესპუბლიკური ფესტივალების დიპლომანტი და ლაურეატი.

   1999 წელს ქ. ბათუმში ქართული საესტრადო სიმღერის ფესტივალზე დიპლომები და სიგელები.

   2000 წელს საესტრადო სიმღერის შემსრულებელთა კონკურსში საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მიენიჭა ლაურეატის წოდება და დიპლომი.

   2001 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მიენიჭა ლაურეატის წოდება და გადაეცა დიპლომი. საესტრადო სიმღერის შემსრულებელთა კონკურსში ,,ესტრადა - 2001” მიღწეული წარმატებებისათვის. ამჟამად მუშაობს სამი სხვადასხვა სახის გაერთიანება.

   2006 წელს ანსამბლ ,,ორუდილა”-ს სოლისტები გახდნენ გამარჯვებულები ქართული საესტრადო სიმღერების კონკურსისა და ,,ოქროს თევზი”, რომელიც ჩატარდა ქ. ქობულეთში.

   ■ ჯგუფი ,,ფანტაზია.

   შეიქმნა 1992 წელს. ხელმძღვანელი ქორეოგრაფი ნანა ბებია. ,

   ,ფანტაზიამ” პირველი აღიარება 1996 წელს მოიპოვა.

   ■ ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,იმედი.”

   ჩამოყალიბდა 1978 წელს ნიჭიერი კომპოზიტორისა და მაესტროს თამაზ დუნდუას ხელმძღვანელობით. ანსამბლი რამდენიმე თაობით იყო მონაწილე, დიპლომანტი და ლაურეატი მრავალი ფესტივალებსა და კონკურსებსა. ის გახლდათ XII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი და მრავალი კონკურსების დიპლომანტი და გამარჯვებული.

   1992 წელს თამაზ დუნდუას გარდაცვალების შემდეგ ანსამბლს ხელმძღვანელობს დემურ სულაბერიძე. ამის შემდეგ ანსამბლი შეიცვალა კვარტეტით.

   1993 წელს ჩამოყალიბდა ვოკალური კვარტეტი და ხელმძღვანელობა განაგრძო ანსამბლ ,,იმედი”-ს I თაობის სოლისტმა, ნიჭიერმა მუსიკოსმა ანა აბზიანიძემ, რომელიც დღემდე აგრძელებს თაობების აღზრდას. ხელმძღვანელობს ანსამბლის მე-V თაობას და აღწევს დიდ წარმატებებს. მრავალი კონკურსებისა და ფესტივალების მონაწილე და გამარჯვებულია.

   1995 წელს შესარჩევ ტურებში წარმატებით მონაწილეობის შემდეგ დაშვებულები იყვნენ მეორე საერთაშორისო საბავშვო მუსიკალურ ფესტივალზე ,,ბროლის ნაძვი”, რომელიც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ბორჯომში იმართებოდა. კვარტეტს მიენიჭა ლაურეატის წოდება და გადაეცა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სპეციალური პრიზი.

   1996 წელს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში გამართულ პირველ საერთაშორისო საბავშვო მუსიკალური ფესტივალის ,,გაზაფხულის ზარები” დასკვნითი ტურში კვარტეტ ,,იმედი”-ს უმაღლესი ჯილდო გრან-პრი მიანიჭეს. გადაეცათ ფესტივალის ემბლემა და წამახალისებელი პრიზი. შემდეგ, იმავე წელს კვარტეტმა მიიღო მონაწილეობა სატელევიზიო საბავშვო მუსიკალურ ფესტივალში ,,ოქროს მუზა”, წარმატებით განვლო ოთხი ტური და 1996 წლის დეკემბერში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ დასკვნით ტურში კვარტეტ ,,იმედ”-ს გადაეცა პრემია და საგზური. გადაცემა ,,Утренная Звезда”-ში მონაწილეობის მისაღებად.

   1997 წლის ნოემბერში თბილისში საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს განათლების სამინისტრომ დააარსა ქართული სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლების პირველი რესპუბლიკური დათვალიერება-კონკურსი, სადაც კვარტეტს მიენიჭა ლაურეატის წოდება.

   1998 წლის ოქტომბერში კვარტეტი ,,იმედი” სახელმწიფო ანსამბლი ,,ფერხისთან~ ერთად კონცერტები ჩაატარა ესპანეთის ქალაქ სალოუში.

   1996 წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეჯლისო ცეკვების შემსრულებელთა საქალაქო და ზონალურ კონკურს-ფესტივალში ,,საცეკვაო რიტმები-96” II ადგილის დაკავებისათვის სიგელი და დიპლომი.

   1997 წელს ბავშვთა ანსამბლის პირველ რესპუბლიკურ დათვალიერება კონკურსში მოპოვებული წარმატებებისათვის საქართველოს განათლების სამინისტრომ მიანიჭა ლაურეატის წოდება და დიპლომი.

   1997 წელს საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული ასოციაციის მიერ დაჯილდოვებულია სამეჯლისო ცეკვებისა და რ/ჯგუფების კონკურსში მიღწეული წარმატებებისათვის ,,დასავლეთ საქართველოს თასი-97”-ით. 2000 წელს ბაგრატის ტაძრის კომპლექსის აღორძინების ფონდისა და ახალგაზრდა ხელოვანთა გაერთიანება ,,მაგმა”-ს მიერ დაჯოლდოვებულია დიპლომით. იმერეთის სამხარეო გამოფენა კონკურსში ,,ბუნება და ბავშვი” საუკეთესო ორიგინალური ცეკვისათვის.

   2006 წელს ქ. თბილისში ჩატარებულ ფესტივალზე ,,ნორჩი ვარსკვლავი” მიღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი.

   2006 წელს ქ. ბათუმში ჩატარებულ ფესტივალზე ,,მეგობრობის მერიდიანი-2006“ მიღებული აქვს პირველი ხარისხის დიპლომი.

ფოთის ქ. 2
ტელ: 599 40 33 43

foto foto