დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას ტრადიციულად საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა უძღვებოდა.

   სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი, რომელსაც საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს. საკითხი წარადგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ.

   საკითხი შეეხებოდა სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც სამინისტროსთვის მუნიციპალიტეტის გარკვეული უფლებამოსილებების დელეგირებას ითვალისწინებს.

   აღნიშნული დელეგირების მიზანია საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი