სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სამტრედიის მუნიციპალიტეტში 2025 წელს განსაზორციელებელი 9 ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ საკითხი განიხილეს.
საკრებულოს ინფრასტრიქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ცომაიამ დეტალურად ისაუბრა კონკრეტულ ლოკაციებზე დაგეგმილი პროექტების შესახებ.
სანიაღვრე არხები, გზის მოასფალტება და მინი სტადიონების მოწყობა - ეს ის პროექტებია, რომლის განხორციელებას საკრებულოს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა უძღვებოდა.