სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი სხდომა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები, სხდომის წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა ვაჟა სტურუამ გააცნო.

   საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღერელიძემ ვრცლად და დეტალურად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ, რომელიც მერიის სამსახურებიდან და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა.

   დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს რესპუბლიკის ქ. N 6-ში მდებარე შენობა-ნაგებობის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უზურფრუქტით, უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემას.

   დღესვე, საკრებულოს ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ცომაიამ სასიამოვნო ინფორმაციაც გააჟღერა. კერძოდ, სახელმწიფოს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა სოფელ დიდ ჯიხაიშში მდებარე 60 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საუბარია კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ავტობანის მიმდებარედ, მოეწყობა მოსაცდელ-მოსასვენებელი სივრცე, რაც მოქალაქეებისთვის სასარგებლოა ბევრი მიმართულებით.

   დღევანდელი სხდომა, პროტესტის ნიშნად, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი