სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარეს პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა უძღვებოდა. სხდომის ოფიციალურ გახსნამდე ვაჟა სტურუამ საზოგადოებას მიულოცა ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებები.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები დაამტკიცეს.
საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მერაბ უღრელიძემ დეტალურად მიმოიხილა მუნიციპალიტეტის 2024 წლის 6 თვის ბიუჯეტი,
ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ცომაიამ საკრებულოს წევრებს გააცნო მუნიციპალიტეტში არსებული აუქციონის წესით გასასხვისებელი არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. ტარიელ ცომაიას მიერ წარმოდგენილ საკითხთა შორის იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2024–2027 წლების ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის დამტკიცების შესახებ განკარგულება.
მომხსენებელმა იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძემ წარმოადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებები. მოგახსენებთ, რომ ცვლილებაა ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოში წარმოდგენილ დეპუტატების ნუსხაშიც. ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკუთარი განცხადების თანახმად დატოვა ლაშა გრიგოლიამ, რომელიც ამიერიდან ბიუროს გადაწყვეტილებით მუშაობას გააგრძელებს საკრებულოს შრომის ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში.