სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს

სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში, მუნიციპალური ტურნირი მიმდინარეობს.

   დღევანდელი შეჯიბრი ეროსი მანჯგალაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ახლადრეაბილიტირებულ, დახურულ დარბაზში, ფრენბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა.

   პირველი ადგილი ვაჟებს შორის მე-11 საჯარო სკოლამ, ხოლო გოგონებს შოროს დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლამ დაიკავა.

   შეჯიბრს მუნიციპალიტეტი მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და იაპონელ სტუმრებთან ერთად დაესწრო.

   გამარჯვებული გუნდები მედლებით, თასებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა იაპონელმა სტუმრებმაც მიიღეს.

   ტურნირი რამდნეიმე დღე გაგრძელდება და სპორტის მრავალ სახეობას მოიცავს. მათ შორის ცურვას, ახლად გახსნილ საცურაო აუზზე

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი