სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 იანვრის სხდომა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 იანვრის სხდომა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 იანვრის სხდომის დღის წესრიგი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ გააცნო.

   დღევანდელ სხდომაზე საკითხთა შორის მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა-შეფასება მოხდა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიშში საუბარი შეეხო 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას, მასში შეტანილ ცვლილებებს, შემოსულობებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ გაწეულ ხარჯთა მიზნობრიობას, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერების მოცულობას. წარმოდგენილ იქნა 2023 წლის დეკემბრის ბიუჯეტის შესრულების ანალიზი, შემოსავლების შესრულების მაჩვენებლები სახეობების მიხედვით და 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების ანალიზი. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ბაღდავაძემ 2023 წლის ბიუჯეტის ხარჯები დარგების მიხედვით განიხილა.

   საკრებულოს წევრებმა დღესვე მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის ანგარიშიც მოისმინეს. აქ საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ფონდების დაფინამსებით განხორციელებულ პროექტებს.

   2023 წელს გაწეული მუშაობა შეაჯამა მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურმა. სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შეჯამდა ეკონომიკის სფეროს, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი რესურსების საკითხი.

   მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მიერ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გამართულ ღონოსძიებებზე გაკეთდა აქცენტი.

   საკრებულოს წევრებმა მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ანგარიშიც შეაფასეს. აქ ძირითადად იმ სოციალური პროგრამების განხილვა მოხდა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. დღეს ანგარიში წარადგინა მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა.

   გარდა ამისა, დეპუტატებმა განკარგულებაში შესატან ცვლილებასთან ერთად კენჭი უყარეს გეგეშიძის ქუჩაზე მდებარე (პროფესიული სასწავლებელი) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის პრივატიზების შესახებ, განმეორებითი პირობებიანი ელექტრონული აუქციონისთვის საფასურის შემცირების საკითხს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი