მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება

მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის, მელაურის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ მიწაბოგირაზე, მე-6 ქუჩაზე და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მე-4 ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

   აღნიშნულ ქუჩებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივები განსაკუთრებით გამოხატავენ კმაყოფილებას მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.

   ორივე გზა აღნიშნულ სოფლებისთვის შიდა საუბნოა და რამდენიმე უბნის ერთმანეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზა.

   პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, მიმდინარე სამუშაოები ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან, მელაურის და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, სოფიკო კიკაჩეიშვილთან და ოთარ წულეისკირთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   დავით ბახტაძე-,,პროექტები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს. ხარისხის მაჩვენებელი ვიზუალური დათვალიერებით მაღალია. მნიშვნელოვანია ყველა დასახელებაში მოწესრიგებული გზის არსებობა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პიროებების გაუმჯობესებას. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად განხორციელდება, როგორც მიმდინარე პერიოდში, ასევე მომავალშიც.''

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი