მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა

   მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, ტრადიციულად, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია უძღვებოდა.

   სხდომის დღის წესრიგის გაცნობამდე მან ქალბატონებს დედის დღე და გაზაფხულის შემობრძანება მიულოცა.

   პირველმა მომხსენებელმა, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი მელაშვილმა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლისთვის ქართველი მათემატიკოსის, ანდრია რაზმაძის სახელის მინიჭების საკითხი წარმოადგინა. ხმათა უმრავლესობით სკოლა ამიერიდან ანდრია რაზმაძის სახელობის იქნება.

   საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ კანონმდებლებს მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხი წარუდგინა. გეგმის აღწერილობაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საკითხი, რომელიც საგანგებო ვითარებაშია გასათვალისწინბელი. მერის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ლაშა ორმოცაძემ, აღნიშნულ საკითხზე, საკრებულოს წევრთა შეკითხვებს უპასუხა. მისივე განმარტებით, დოკუმენტი შემუშავებულია საგანგებო სიტუაციების მართვის ექსპერტთა ჩართულობით.

   დღესვე საკრებულოს წინაშე 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი ია ბერძული. მან დეტალურად აღწერა აუდიტორული შემოწმების შედეგად დამუშავებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია. ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებიც შემოწმების შედეგად გამოვლინდა. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რათა თავიდან იქნას აცილებული მცირედი გადაცდომაც კი. ია ბერძულის განცხადებით, შიდა აუდიტის სამსახური მუშაობას განაგრძობს და მომდევნო თვეების განმავლობაში სხვადასხვა ა(ა)იპ ორგანიზაციაში განახორციელებს გეგმიურ შემოწმებას.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი