სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობა ხორციელდება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის მაქსიმალური ხელშეწყობით, სამტრედიის მუნიციპალოტეტში, სოფელ ნაბაკევში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
თავის დროზე, აღნიშნულ ლოკაციაზე უძველესი, ამორტიზირებული სკოლა იყო განთავსებული.
350 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 3 ფლიგელისგან შემდგარ შენობას და ეზოს კეთილმოწყობას.
საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის და ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკამყოფილებს.
სკოლის მშენებლობის ღირებულება 7 000 000 ლარია.
მშენებლობის მიმდინარეობა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ვაჟა სტურუასთან და ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ოთარ წულეისკირთან ერთად დაათვალიერა.