გაიმართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დაწვრილებით განიხილეს ის საკითხები, რომელსაც ოფიციალურად საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად .
იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ტალაბაძემ ბიუროს წევრებს გააცნო 2024 წლის არჩევნებისთვის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალის გასაკრავი /გამოსაფენი ადგილები, ასევე გააცნო საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუნიციპალიტეტში არსებული შენობა/ნაგებობების გამოყოფის შესახებ ინფორმაცია.
ცვლილება შევიდა ,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“–ს პერსონალურ შემადგენლობაში. ამიერიდან ფრაქცია წარმოდგენილი იქნება ორი მოადგილით : ავთანდილ თადუმაძე და ქეთევან კუტალაძე.
ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ცომაიამ დეტალურად ისაუბრა ორი აუქციონის შესახებ, რომელიც შეეხო სამტრედიაში კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და სოფელ ბაშში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს.
მოგასენებთ, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2 სექტემბერს გაიმართება.