სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც დაწვრილებით განიხილეს ის საკითხები, რომელსაც ოფიციალურად საკრებულოს სხდომაზე წარადგენენ დასამტკიცებლად.
ცვლილებები შევიდა შემდეგი ააუპ ორგანიზაციების 2024 წლის ბიუჯეტში: ,,კომუნალური გაერთიანების”, ,,გამწვანებისა და კეთილმოწყობის”, ,, #2 სამუსიკო სკოლის’”, ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი’’-ს, სამხატვრო სკოლა-გალერეას’’ , ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის”, ,,საბიბლიოთეკო გაერთიანება’’-ს , ,,საფრენბურთო კლუბი - ჯიკო“-ს, ხელბურთელთა კლუბი სამტრედია“-ს , ,, რაგბის კლუბი ფენიქსის”.
ასევე ცვლილებები შევიდა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2024 წლის მიზნობრივი სოციალურ პროგრამების ხარჯში
წარმომადგენლობითი ორგანოს ბიუროს წევრების მიერ განისაზღვრა საპრვატიზაციო ობიექტად ქალაქ სამტრედიის ბახტაძის ქუჩაზე მდებარე 150000.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხებოდა ქალაქ სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის გამზირი No1-ის მიმდებარედ 3000.00 კვ.მ საპრივატიზაციო არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, განმეორებით ელექტრონული აუქციონისთვის, საფასურის შემცირებას.
ბიუროს წევრებმა განიხილეს საკითხი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მდებარე 16.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის, უზუფრუქტის ფორმით, უვადოდ უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემის შესახებ,
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერისთვის. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 21 აგვისტოს გაიმართება.