საკრებულოს ბიუროს დღევანდელი სხდომა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა უძღვებოდა.
მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაციას საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე მოისმენენ. ბიუროს სხდომაზე, აღნიშნული საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მ/შ გოჩა არველაძემ.
დღევანდელ განსახილველ საკითხთა შორის იყო დიდ ჯიხაიშში მე-18 ქუჩისთვის სახელის შეცვლისა და შალვა ნუცუბიძის სახელის მინიჭების შესახებ ინფორმაცია.