სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას  ვაჟა სტურუა უძღვებოდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას ვაჟა სტურუა უძღვებოდა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა უძღვებოდა, რომელმაც დღის წესრიგი, საკრებულოს წევრებთან ერთად დაამტკიცა.

   რამდენიმე ა(ა)იპ ორგანიზაციაში შიდა მუხლობრივი გადაადგილების შესახებ განკარგულებებში შესატანი ცვლილებები განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი მელაშვილმა წარმოადგინა.

   სოციალურ საკითხთა კომისიის თამვჯდომარის მ\შ ლიზა კრავეიშვილმა 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის ღონისძიებათა ხარჯების დამტკიცების შესახებ განკარგულებაში შესატან ცვლილებაზე ისაუბრა. ცვლილებაა სამტრედიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახლდაზიანებული და უსახლკარო მოქალაქეების დახმარების პროგრამაში. მესაკუთრე ვალდებულია 10 წლის განმავლობაში არ განკარგოს მერიის მიერ აშენებული მცირეფართიანი საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა მშენებლობა.

   საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ 2025 წლის ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებზე გააკეთა აქცენტი.

   დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა, რომ ამოქმედდება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო. აღნიშნული ორგანო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიმართულებით. საკითხი სხდომის წევრებს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ გააცნო.

   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებზე ისაუბრა ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ტარიელ ცომაიამ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი