საკრებულოს დღევანდელ სხდომას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა უძღვებოდა
საკრებულოს დღევანდელ სხდომას თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა უძღვებოდა. მან სხდომის წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
განსახილველ საკითხებს შორის იყო სამტრედიაში რამდენიმე ქუჩის სახელდების თემა. კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნაბაკევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ჩხენიშში, მე–10 ქუჩისთვის პოეტ გრიგოლ ჯულუხიძის სახელის მინიჭება.
სოციალურ საკითხებზე მოხსენება გააკეთა გიორგი ლეჟავამ. საუბარი შეეხო სოციალური დახმარების გაცემის წესებს.
ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ტარიელ ცომაიამ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელ პროექტებზე.