დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა დღევანდელ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა სტურუა ხელმძღვანელობდა.

   სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას.

   დღის წესრიგის ფარგლებში განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებზეც დეპუტატებმა კენჭი უყარეს.

   სხდომაზე იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მანანა სირბილაძემ წარმოადგინა:

   სააგიტაციო მასალის გასაკრავი/გამოსაფენი ადგილების სია სამტრედიის მუნიციპალიტეტში;

   ინფორმაცია საკრებულოს გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს შენობა-ნაგებობების გამოყენების წესებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.

   აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს გამჭვირვალე და სამართლიან საარჩევნო გარემოს შექმნას მუნიციპალიტეტში.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი