დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

   დღეს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

   საკრებულოს იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის, საპროცედურო და სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ რამდენიმე საორგანოზაციო საკითხთან ერთად სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 2025-2029 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საკითხი წარმოადგინა.

   საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენილი დოკუმენტი -სამტრედიის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა შემუშავებულია საქართველოს ,,ნარჩენების მართვის კოდექსისა” და ეროვნული სტრატეგიის მოთხოვნის შესაბამისად. სწორედ ,, ნარჩენების მართვის კოდექსი” ადგენს მუნიციპალიტეტების პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვას. ეს პირდაპირ კავშირშია გარემოს დაბინძურების რისკის შემცირებასთან და ნარჩენების გადამუშავებისა და აღდგენის მაჩვენებლების ზრდასთან.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი