„ნიკოობა 2025“ სამტრედიაში

„ნიკოობა 2025“ სამტრედიაში

   „ნიკოობა 2025“ სამტრედიაში

   დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმმა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ უმასპინძლეს ტრადიციულ ღონისძიებას — „ნიკოობა 2025“, რომელიც დიდი ქართველი მოაზროვნის, ნიკო ნიკოლაძის ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.

   დღის განმავლობაში გაიმართა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა და სწრაფი ესკიზების შექმნა, მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე „ნიკო ნიკოლაძე“, ასევე ამხანაგური მატჩი ჭადრაკში. დღესასწაული დასრულდა საზეიმო კონცერტით, რომელშიც მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები — „მასპინძელო“, „იმედი“, „ჩანგი“, „ალილო“, „ლილე“, „ფანტაზია“, „ორუდილა“ და სხვა შემოქმედებითი კოლექტივები.

   ღონისძიებას ესწრებოდნენ: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, და სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი ლელა ბარამაშვილი. ღონისძიების ფარგლებში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა ნიკო ნიკოლაძის უდიდესი წვლილი ქვეყნის განვითარებისა და პროგრესის გზაზე. „ნიკოობა“ ტრადიციულად რჩება სამტრედიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულად — ერთიანობის, განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემის სიმბოლოდ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი