სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ,,ნიკოობა'' - აღინიშნა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ,,ნიკოობა'' - აღინიშნა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ,,ნიკოობა'' - აღინიშნა.

   ნიკო ნიკოლაძის სახლ მუზეუმმა სტუმრებს დღეს 28 სექტემბერს უმასპინძლა. ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 181 წელი წელს სამტრედიობა 2024 ფარგლებში იზეიმეს. სახალხო დღესასწაულს დიდ ჯიხაიშში სტუმრებთან ერთად, ადგილობრივები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   მუზეუმის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა. გაიმართა დიდი ჯიხაიშის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კონფერენცია, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე - ,,ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივი მოღვაწეობა“. სკოლის დირექტორი ელგუჯა მუქერია, ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ელზა დევიძე.

   ნიკოლაძეების მამულში სოფლის მკვიდრის მხატვრ გიორგი მეშველიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც ტრადიციულად თემატური ნამუშევრები წარმოადგინა და დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. დღესვე ადგილობრივმა პოეტმა ნანა ჩიკვილაძემ ნიკოსეული ნივთი მტრედიის ფორმის სასანთლე უსახსოვრა მუზეუმს.

   ნიკოობის დღესასწაულზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე წარსდგა დიდი ჯიხაიშის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ,,აისი“. სკოლის დირექტორი ლეილა შოშიაშვილი, ხელმძღვანელი შორენა რაზმაძე;

   გაიმართა მუსიკალური გაერთიანება ,,კლასიკური ჰანგების„ კონცერტი - ანა ლომიაშვილმა , ირინა ვაშაკიძემ დავით პეტრიაშვილმა, ირაკლი აბაშიძემ, ვიქტორია სურმავამ, ია სილაგავამ, მარიანა კირაკოზოვმა წარმოდგინეს ქართული და ევროპული კლასიკური რომანსი და კინომუს

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი