„სამტრედიობის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
სახალხო დღესასწაული „სამტრედიობის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები
24 სექტემბერი
გაიმართება ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალი „სამტრედია 2024“, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები. 15:00 სთ თამარ მეფის ქუჩაზე მოეწყობა ქორეოგრაფიული ანსამბლების მსვლელობა 16:00 სთ ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
26 სექტემბერი
ფოლკლორის საღამო 17:00 სთ. სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის ცენტრში გაიმართება ფოლკლორის საღამო მგალობელ-მომღერალთა გუნდი „მასპინძელო“-ს, საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სამტრედიის სალოტბარო სკოლის მოსწავლეების, კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლ „სამტრედია“ და ქალთა ანსამბლ „ათინათის“ მონაწილეობით.
28 სექტემბერი
სახალხო დღესასწაული „ნიკოობა“ 13:00 სთ-დან 1 სოფელ დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართება სახალხო დღესასწაული „ნიკოობა“
29 სექტემბერი
სახალხო დღესასწაული „სამტრედიობა 2024“ 11:00სთ – 22:00სთ ქალაქის ტერიტორიაზე გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე.