გაიმართა ასპარეზობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის დავით ბახტაძის ინიციატივით, მერიის და ადგილობრივი მოყვარული ცხენოსანის გიორგი ფოფხაძის ერთობლივი მხარდაჭერით და ორგანიზებით, სოფელ დიდ ჯიხაიშში ღვთისმშობლობის დღესასწაულზე გაიმართა ასპარეზობა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში.
შეჯიბრში სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და ადგილობრივი მხედრები იღებდნენ მონაწილეობას. ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა ესწრებოდა.
დოღი ხუთ სახეობაში გაიმართა, სხვადასხვა დისტანციებზე პირველი ადგილები დაიკავეს :
შერეულ სისხლან ცხენებში - გიორგი ფოფხაძე (დიდი ჯიხაიში)
2 წლიან ცხენებში - გიორგი ფოფხაძე (დიდი ჯიხაიში)
ნახევრადსისხლიან ცხენებში - გიორგი ცინაძე (ოზერგუთი)
ადგილობრივი ჯიშის ცხენებში - დათო ფერაძე ( ხარაგაული)
მარულა- გიორგი ფოფხაძე (დიდი ჯიხაიში)
ცხენბურთში პირველი ადგილი გულეიკარის გუნდმა დაიკავა (აბაშა)
ისინდში გამარჯვება - დიდი ჯიხაიშის გუნდმა მოიპოვა.
გუნდური პირველი ადგილი და თასი დიდი ჯიხაიშის გუნდმა აიღო.
გამარჯვებულებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.