ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში  სამტრედიის გრან-პრი გათამაშდა

ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში სამტრედიის გრან-პრი გათამაშდა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის, საცხენოსნო სპორტული კლუბის, ხალხური ეროვნული ცხენოსნობის ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, სპორტისა და კულტურის სამინისტროს ეგიდით, ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში სამტრედიის გრან-პრი გათამაშდა.

   26-27- 28 აგვისტოს ილორში მდებარე იპოდრომზე ასპარეზობა გაიმართა ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში, ისინდი, ცხენბურთი, მარულა, დოღი. მონაწილეობენ აბაშის ორი გუნდი , სენაკისა და სამტრედიის საცხენოსნო გუნდები, აზერბაიჯანის, მარნეულის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ყაზბეგის, თბილისის საცხენოსნო კლუბები, დოღებში მონაწილეობას იღებდნენ კერძო პირების საკუთრებაში არსებული ცხენები.

   პირველობის მთავარი მსაჯი გახლდათ ცხენოსნობის ექსპერტი, ვეტერანი ცხენოსანი მერაბ გორგასლიძე.

   დასკვნითი ასპარეზობა დღეს, მარიამობის დღესასწაულზე გაიმართა, რომელსაც სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა, ხალხური ეროვნული ცხენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი როინ მარგიანი, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

   ისინდში გუნდური პირველი ადგილი სამტრედიის საცხენოსნო კლუბმა დაიკავა.

   ცხენბურთში პირველ ადგილზე ჭალადიდის კლუბი გავიდა.

   1400 მეტრ დიასტანციაზე ორ წლიან ცხენებს შორის დოღში პირველი ადგილი ყაზბეგის წარმომადგენელმა დაიკავა, ცხენი რაგნედა, მხედარი თორნიკე თოდრია.

   1800 მეტრ დისტანციაზე სამ წლიან ცხენებში გამარჯვება მოიპოვა მხედარმა საბა ხურცია , ცხენი ელიზაბეტა, კერძო მფლობელი ლუკა ანთიძე.

   მარულას გამარჯვებული გახდა ახმეტის წარმომადგენელი, მხედარი თორნიკე თოდრია .მეორე ადგილზე გავიდა მხედარი ვარდენ კიკაჩეიშვილი , სამტრედია .

   66 ქულით გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა სამტრედიის საცხენოსნო კლუბი, რომელსაც ასპარეზობის მთავარი პრიზი ,ცხენოსნობაში სამტრედიის გრან- პრი 2024 გადაეცა .

   ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, გამარჯვებულები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით მედლებით, თასებითა და სიგელებით დაასაჩუქრეს.

   სამტრედიის საცხენოსნო კლუბის წარმომადგენლის ალიკო ჩაჩუას ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის თასი გადაეცა ჭალადიდის გუნდს, რომელმაც აღნიშნული პრიზი სამტრედიის საცხენოსნო კლუბს უსახსოვრა.

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე: - ,,ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ სამტრედიაში შევინარჩუნოთ და უფრო მეტად პოპულარული გავხადოთ ეს ძირძველი ტრადიცია, ამ მიზნით წელიწადში ორჯერ ვმართავთ ასპარეზობას ცხენოსნობის ეროვნულ სახეობებში, როგორიცაა ცხენბურთი,ისინდი, დოღი და მარულა.დიდია მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა, რასაც დღევანდელი დღე და ილორის იპოდრომზე შეკრებილი ხალხის სიმრავლე მოწმობს. ვულოცავ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი სამტრედიის საცხენოსნო კლუბს, იმისთვის რომ წარმატებული ასპარეზობით ასახელა მუნიციპალიტეტი და მოიპოვა სამტრედიის გრან - პრი. აქვე მინდა ავღნიშნო რომ ყველაფერს ვაკეთებთ სამტრედიის საცხენოსნო კლუბის მხარდასაჭერად, რომელიც იმერეთში ერთადერთი საცხენოსნო კლუბია ".

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი