მასწავლებლის პროფესიული დღე

მასწავლებლის პროფესიული დღე

   მასწავლებლის პროფესიული დღის აღსანიშნავად, სამტრედიის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და მიწვეულმა სტუმრებმა.

   ღონისძიების ფარგლებში, 26 ღვაწლმოსილი პედაგოგი სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა თინათინ ხარძიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ დააჯილდოვეს. მასწავლებლებს გადაეცათ საპატიო სიგელები და ფულადი პრემიები.

   სიტყვით გამოსვლისას დავით ბახტაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა მრავალი წლის თავდადებული შრომისთვის და აღნიშნა, რომ განათლების სფერო იყო და რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

   „მასწავლებელი ის ადამიანია, ვინც მომავალ თაობას აძლევს ცოდნას, ფასეულობებსა და მოტივაციას. მათი ღვაწლი ჩვენი საზოგადოების სიძლიერის საფუძველია,“ – აღნიშნა დავით ბახტაძემ.

   ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პედაგოგების განსაკუთრებულ როლს ახალგაზრდების აღზრდასა და ქვეყნის განვითარებაში.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი