ანსამბლ „ალილოს“ კონცერტი და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება სამტრედიაში
ანსამბლ „ალილოს“ კონცერტი და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება სამტრედიაში
სამტრედიაში კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში ანსამბლ „ალილოს“ კონცერტი ჩატარდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩეოდა. ანსამბლ „ალილოს“ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქა.
ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი ბაღებისა და სამუსიკო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება იყო. მათ მადლიერების ნიშნად სპეციალური ჯილდოები და ფულადი პრიზები გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია გამართეს სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ, და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვაჟა სტურუამ, რომლებმაც პედაგოგებს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი შრომისა და მომავალი თაობების აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის.