მასწავლებლის საერთაშორისო დღე

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

   მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, 5 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყანა უკვე 30 წელია აღნიშნავს.

   აღნიშნული თარიღის აღსანიშნავად, დღეს სამტრედიაში მოქმედ და ყოფილ, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა გაწეული საქმიანობისთვის.

   დავით ბახტაძე-,,სამტრედიაში ბევრი ღირსეული პედაგოგი ემსახურება მომავალი თაობების აღზრდის საქმეს. მათი შრომა ფასდაუდებელია. დღეს ვეცადეთ მათ წინაშე კიდევ ერთხელ მოგვეხარა ქედი. მცირედი ყურადღებით დაგვწფასებინა და პატივი გვეცა მათი საქმიანობისთვის. ეს იქნება სტიმული მომავალი თაობებისთვის და ამ პროფესიის უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის.”

   მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის 15 პედაგოგი, დღევანდელ შეხვედრაზე, სამახსოვრო საჩუქრებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი დაასაჩუქრეს.

   როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, თინათინ ხარძიანი აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრა, ტრადიციულად, ყოველ წელს გაიმართება და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პედაგოგს დააჯილდოებს.

   ,,მასწავლებელი არა მხოლოდ განათლებას, არამედ მოზარდის ადამიანად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამიტომაცაა მათი შრომა ფასდაუდებელი, რთული და საპასუხისმგებლო. ვულოცავ ყველა ღირსეულ პედაგოგს პროფესიულ დღეს დ წარმატებებს ვუსურვებ შემდგომ საქმიანობაში.''

   პედაგოგოებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზოია ჯანაშია, რომელმაც სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 1

დატოვე კომენტარი