სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა

სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა

   1894 წლიდან დღემდე ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღუზარდა სამშობლოს. საუკუნეს გადაცილებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა დღეს სტუმრებს ვერ იტევდა. ხუმრობა როდია, 154 წლის სამტრედია 130 წლოვანი სკოლით იწონებს თავს…

   მე-12 საჯარო სკოლის განახლებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა სამტრედიის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილი პროექტების ნათელი მაგალითია. ✅ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად მიწვეულ სტუმრებს დღეს საინტერესო გამოფენის დასათვალიერებლად შეუძღვნენ. სკოლის კურსდამთავრებულის, ბექა ტოხვაძის ნამუშევრებმა მნახველის მოწონება დაიმსახურა.

   სკოლის სააქტო დარბაზში კი დირექტორმა, ნინო ონიანმა მოწვეულ სტუმრებს საინტერესო საარქივო ფოტო და დოკუმენტური მასალა გააცნო, რომლითაც დასტურდება, რომ ქალაქში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება სწორედ დღევანდელი მე-12 საჯარო სკოლა იყო.

   მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყო მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი თინათინ ხარძიანი, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები, საინტერესო პერფორმანსის ხილვა მოუწიათ. 1834 წლიდან დაწყებული დღემდე, საგანმანათლებლო მოდელის გაცოცხლებულმა ვერსიებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა დროსთან ერთად სახეცვლილი სისტემის მრავალფეროვნება.

   დავით ბახტაძე-,, ეტყობა რომ სკოლაში პატრიოტული სულისკვეთებაა. აქ ძლიერი და პროფესიონალი პედაგოგების გუნდია შეკრული. სხვაგვარად არც შეიძლება, უძველესი და დიდი ტრადიციების მატარებელი სკოლისთვის. დღეს მე-12 საჯარო სკოლა წარმატებული სკოლის სტატუსს ატარებს. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი კი სწორედ ახალგაზრდებზე და მათ წარმატებაზე ზრუნვაა.”

   განსაკუთრებულად ემოციური იყო მოსწავლეთა მიერ შესრულებული თითოეული ნომერი.

   სტუმართა შორის იყვნენ სკოლის კურსდამთავრებულები, ყოფილი პედაგოგები, რომელთათვის საუკუნეს გადაცილებული სკოლა უსაყვარლესია

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი