სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ე.წ. რეჭის უბანში იმყოფებოდა, სადაც გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტის ფარგლებში, უკვე დამონტაჟდა გარე განათებები.
სამტრედიაში, საგზაო სამუშაოების პარალელურად, ქალაქსა და სოფლად მდებარე დასახლებებში თანაბარი და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერია 70-მდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მაღალმთიან სოფლებში კაპიტალური გზების მშენებლობას. მერთან ერთად საჯავახოს ადმინისტრაციულ ერთეულში,
მერის მოადგილე ამირან თევდორაძე და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.



