ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტ-ბეტონის გზა ეწყობა
ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, გურიელიძეების უბანში, ასფალტ-ბეტონის გზა ეწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.
პარარელურად, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ამავე სოფელში, ხუჭუებისა და მჟავიების უბანში. 1400 გრძივი მეტრი ასფალტ-ბეტონის საფარი იგება სოფელ ბუღნარაში ე.წ. ბაძგარას უბანში.
მიმდინარე სამუაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ჩამოთვლილ ლოკაციებზე კაპიტალური გზა აქამდე არასდროს ყოფილა.
გზების სარეაბილიტაციო სამუშაობი გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს.