აქტიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია

აქტიურად მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

   ამჯერად, კაპიტალური გზა იგება გომის ადმინისტრაციული ერთეულის, სოფ. მთისძირში მესამე ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე კაპიტალურო გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას წარმოადგენდა.

   სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში სრულდება.

   მიმდინარე სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

   ცნობისთვის, მიმდინარე წელს გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაბლაგომში განხორციელდა ორი ინფრასტრუქტურული პროექტი ე.წ სამწვადიის უბანში, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, ჩაკოხის დასახლებაში მოეწყო ბეტონის საფარი, სოფ. გომმუხაყრუაში მდინარე კაპიტონაზე აშენდა ახალი ხიდი. მე-6 ქუჩაზე დაიგო ბეტონის საფარი. სოფ. გომნატეხებში ე.წ ჯინჭარაძეების უბანში მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი.

   სტიქიის სალიკვიდაციო ფონდის ფარგლებში სოფელ გომნატეხებში, დობიროში და გომმუხაყრუაში ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები. სამ ლოკაციაზე: სოფ. ზედა ეწერი, დაფნარი, დაბლაგომი გამოცხადებულია ტენდერები გზის საფარის მოსაწყობად.

   სოფელ მთისძირში და დაბლაგომში დაგეგმილია გასართობი ატრაქციონებისა და ტრენაჟორების განთავსება.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი