სახიდე გადასავლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახიდე გადასავლელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ვაჟა სტურუასთან, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართბელობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
ძლიერი წვიმების შედეგად ნინოშვილისა და გურამიშვილის ქუჩებზე არსებული ხიდები დაზიანებული იყო და მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით აუცილებელი იყო მისი რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებს, ტროტუარებს და ხიდთან მისასვლელ გზებს. მოეწყობა ზედა საყრდენი კედლები.
სვეტა ტორონჯაძე ადგილობრივი- ,,ხიდი უძველესი იყო და მრავალი წელია აღნიშნულ ხიდს რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ადგილობრივებისთვის ხიდის რეაბილიტაციით მნიშვნელოვანი პრობლემა გვარდება.