ინფრასტრუქტურული ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი

ინფრასტრუქტურული ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი

   სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ინფრასტრუქტურული ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ახორციელებს.

   დღეს მერი, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელთან, დავით შენგელიასთან ერთად ე.წ. ნახალოვკაში, N2 სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

   სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს.

   ,,აღნიშნული შენობა წლების განმავლობაში ელოდება რეაბილიტაციას, ამიტომაც ჩვენი გადაწყვეტილებით მოხდება მისი სრული რეაბილიტაცია. ამის შემდეგ აქ შიქმნება შესაბამისი პირობები, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ხელოვნებას. ეს იქნება არა მარტო ამ უბნის, არამედ ქალაქისთვის გამორჩეული ადგილი,” აღნიშნა დავით ბახტაძემ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი