ბაშის ადმინისტრაციული ერთელი
ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ამირან თევდორაძესთან ერთად დღეს ბაშის ადმინისტრაციულ ერთელში გავიდა.
ამ ეტაპზე, ბაშის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, ბინი" ანხორციელებს.
60 იან წლებში აშენებულ შენობას სრული რეკონსტრუქცია პირველად უტარდება. პირველ ეტაპზე გამოიცვალა სახურავი, შიდა კომუნიკაციები, დაემატა სველი წერტილები, მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
ახლადრეაბილოტირებული კულტურის სახლს ძველი ფუნქცია შეუნარჩუნდება , შენობაში სარეპეტიციო სივრცე დეთმობა სოფლის ცეკვის ანსამბლს, დაგეგმილია ხალხური სიმღერის ჯგუფის გახსნა.
დავით ბახტაძე - ,,ვინაიდან სოფელი ბაში ქალაქ სამტრედიასთან დიდი მანძილითაა მოშორებული ადგილზე გვინდა შესაბამისი პირობები შეიქმნას ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შემოქმედებითი უნარ ჩვევების მაქსიმალურად რეალიზება შეძლონ. სწორედ ამ მიზნით ვანხორციელებთ შენობის სრულ რეაბილიტაციას, სამუშაოები გეგმა გრაფიკის დაცვით, ვიზუალური დათვალიერებით ხარისხიანად მიმდინარეობს, უახლოეს პერიოდში ბაშის კულტურის ცენტრს გავხსნით, რითაც გავახარებთ ადგილობრივ მოსახლეობას."