შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია  მიმდინარეობს

შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

   სამტრედიის მუნიციპალიტეტში, შიდა სასოფლო და საუბნო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

   ამჯერად, კაპიტალური გზა იგება ტოლებში სამ მიმართულებაზე, ნიგორზღვასა და სოფელ ნოღაში.

   აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა და ადგილობრივების მთავარ მოთხოვნაც სწორედ ეს იყო.

   ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მონიტორინგის ფარგლებში, სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

   სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში სრულდება.

   მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჯამში, ადგილობრივი მნიშვნელობის 50 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის გზა დაიგო.

   თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, დღესვე, ტოლების ადმინიტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერეს.

   ახლო მომავალში ტოლებში ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, სადაც მოქალაქეებს, აღნიშნულ სტრუქტურაში, ყველა არსებული სერვისით სარგებლობა შეეძლებათ.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი