დავით ბახტაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან 2026 წლის ბიუჯეტი განიხილა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან 2026 წლის ბიუჯეტი განიხილა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ საკითხებს. დავით ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მხარდაჭერა ყველა იმ საკითხში, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას ეხება.
„ჩვენ მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები არის გეგმაზომიერი და მუნიციპალიტეტის განვითარებისკენ მიმართული. ეს ეხება როგორც ინფრასტრუქტურას, ისე განათლებას, ახალგაზრდობას, სპორტსა და სოციალურ მიმართულებას,“ — აღნიშნა დავით ბახტაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინდუსტრიული ზონის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების ეტაპები.



