დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის — დავით ბახტაძის — პირველი ოფიციალური თათბირი გაიმართა
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის — დავით ბახტაძის — პირველი ოფიციალური თათბირი გაიმართა
მერმა მადლობა გადაუხადა სამტრედიის მოსახლეობას ნდობისთვის და აღნიშნა, რომ გუნდი მზად არის ერთობლივი შრომით და გვერდით დგომით მომავალშიც იზრუნოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.
შეხვედრაზე დავით ბახტაძემ წარადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები :
მერის პირველი მოადგილე — ამირან თედორაძე
მეორე მოადგილე — დავით შენგელია
თვითმმართველობის ხელმძღვანელმა დავით ბახტაძემ განიხილა შესრულებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოქალაქეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.


