გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი

გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი

   სამტრედიაში, მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, გაიმართა ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის 14 გუნდი.

   ფინალური მატჩები 12 აგვისტოს გაიმართა. ჩემპიონობა ფალიაშვილის ქუჩის გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი — ჭავჭავაძის ქუჩის გუნდმა, ხოლო მესამე პოზიცია — სოფელ ბაშის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულებს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

   ტურნირის ბომბარდირად დასახელდა მიხეილ ბანძავა, საუკეთესო ფეხბურთელად კი — ფალიაშვილის გუნდის ბექა გოგელია. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.

   გამარჯვებული გუნდი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დააჯილდოვა.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი