მერის მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

მერის მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა

   სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მრჩეველთა საბჭოსთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

   დავით ბახტაძემ მიმდინარე, დასრულებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას 2025 წლის საბიუჯეტო პარამეტრები გააცნო.

   საბჭოს წევრებმა 2025 წლის ბიუჯეტის პარამეტრები მოიწონეს.

   თავიანთი რეკომენდაციებით, წინადადებებითა და მოსაზრებებით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერს.

   სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 27 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი