გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა

   დღეს, სამტრედიაში, ქალთა ფონდმა ,,სოხუმი,” სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ, ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის კანონის რეფერირების დოკუმენტთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

   შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი რეფერირების სუბიექტებთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში, საუბარი ბავშვთა მიმართ და ქალთა მიმართ ძალადობის თემატიკაზე.

   კონკრეტულ უწყებათა წარმომადგენლების მიერ, განხილულ იქნა, პრობლემის არსი და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საზოგადოება დგას ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით.

   იურიატმა თამარ ფაჩულიამ ამომწურავად ისაუბრა რეფერირების დოკუმენტის ზოგად არსზე და იმ ვალდებულებებზე, რომელიც რეფერირების სუბიექტებს ეკისრებათ.

   ,,ჩვენმა ორგანიზაციამ საინფორმაციო შეხვედრები უკვე გამართა რამდენიმე მუნიციპალიტეტში. აღნიშნული კანონის დამტკიცების შემდეგ, მეტი კონკრეტიკისთვის, საჭიროდ ჩავთვალეთ მრგალი მაგიდის ფორმატში გვემსჯელა არსებულ გამოწვევებზე,” აღნიშნა ჩვენთან საუბარში ქალთა ფონდ ,,სოხუმის” წარმომადგენელმა თეა გოლეთიანმა.

   შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, შსს-ს თანამშრომელი, ბავშვთა განყოფილება და სხვასხვა სფეროს წარმომადგენლები.

   დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივი გენდერული საბჭო, რომლის მუშაობის სპეციფიკა ცალსახად ითვალისწინებს ქალბატონებთან აქტიურ თანამშრომლობას. გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის იყო რეპატრიანტ მესხ ქალ წარმომადგენელთა დაჯილდოება, რომელიც გასულ კვირას განხორციელდა და დაემთხვა დედის დღის აღნიშვნას.

   საინფორმაციო შეხვედრა დღესვე მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთანაც შედგა. სააღმზრდელო დაწესებულებების მმართველებს დაურიგდათ სპეციალური გზამკვლევი, რომელიც შეიცავს ყველა იმ საჭირო ინფორმაციას, რაც ბავშვთა მიმართ ძალადობას უკავშირდება.

   შეგახსენებთ, ქალთა ფონდი ,,სოხუმი” რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები, როგორიცაა ქალთა სარეაბილიტაციო ცენტრი, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი