სამტრედიას იაპონიიდან დელეგაცია სტუმრობს

სამტრედიას იაპონიიდან დელეგაცია სტუმრობს

   სამტრედიას იაპონიიდან დელეგაცია სტუმრობს. ქალაქ მიტოიოს წარმომადგენლობა ჩვენს ქალაქში ახორციელებს მესამე ვიზიტს, რომლის მიზანია სამტრედიისა და მიტოიოს დამეგობრება.

   მეგობრობის მემორანდუმის ფარგლებში, სხვადასხვა ერთობლივი პროექტის დაგეგმვაა გათვალისწინებული.

   დღეს მიტოიოს დელეგაცია მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

   დავით ბახტაძე - ,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი კულტურის, ისტორიის და მაღალტექნოლოგიური განვითარების მქონე ქვეყანასთან ურთიერთობა, როგორიცაა იაპონია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი სტუმრები გამოხატავენ უდიდეს ინტერესს სამტრედიის მიმართ, ყურადღებას ამახვილებენ ჩვენს ქალაქში არსებული გოგირდოვანი წყლების პოტენციალზე და ევროპა-აზიის გზაგასაყარზე საკურას კულტურის დამკვიდრებაზე.” იაპონელი სტუმრები სამტრედიაში რამდენიმე დღე დარჩებიან და სხვადასხვა ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის, ერთ-ერთი აქტოვობა იაპონური ხის ჯიშის, საკურას გაშენებაა, რომლებიც იაპონელმა სტუმრებმა სამტრედიას გადასცეს საჩუქრად.

   იაპონელ სტუმრებს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ, ქართული კულტურის გამომხატველი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი