სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანა

სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილების შეტანა

   დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ მორიგი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა სტურუა უძღვებოდა. დღის წესრიგით განსაზღვრული ვრცელი საკითხების განხილვა-დამტკიცებას საკრებულოს წევრებმა 2 საათზე მეტი მოანდომეს.    რამდენიმე ა(ა)იპ ორგანიზაციის განკარგულებაში შესატანი შიდა მუხლობრივი ცვლილებების გარდა, რომელიც განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ჯონი თევზაძემ წარმოადგინა, საკრებულოს წევრებმა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებაც შეიტანეს. აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც სამტრედიაში დაბადებული ახალშობილები ერთჯერადად 2000 ლარს მიიღებენ. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ნუგზარ ნუცუბიძემ გამოიტანა.

   დამტკიცებული ცვლილებების საფუძველზე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა არველაძემ, მუნიციპალიტეტის 2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის საკითხი წარმოადგინა.

   საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მანანა სირბილაძემ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის 2026 წლის პროგრამის დამტკიცების საკითხის დამტკიცება შესთავაზა წარმომადგენლობით ორგანოს.

   დღევანდელ სხდომაზევე დამტკიცდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება. ასევე განისაზღვრა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასიც.

   დასამტკიცებელ საკითხთა ამოწურვის შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებით წარსდგნენ მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

შეაფასეთ სიახლეები

  • შენი ნიშანი
შედეგები:
ხალხმა ხმა მისცა: 0

დატოვე კომენტარი